დონალდ ტრამპი - უკრაინაში ეს საშინელი სისხლისღვრა მალე დასრულდება

15 ნოემბერი 2025, 19:44 108 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უკრაინაში საშინელი სისხლისღვრა მალე დასრულდება. GB News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მან უკვე დაასრულა რვა ომი და დარჩა ერთი. პრეზიდენტის თქმით, გასულ თვეში ორ ქვეყანას ბრძოლის შედეგად 25 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა და ეს არასდროს მოხდებოდა პრეზიდენტი თავად რომ ყოფილიყო. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მოლოდინი ჰქონდა რუსეთ უკრაინის ომს მარტივად დაასრულებდა, აქვე დაამატა რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი მასშტაბის ომი არ ყოფილა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე