ერდოღანის მოკავშირე კვიპროსელი თურქების არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილი თურქეთს უნდა შეუერთდეს.
თურქეთის ნაციონალური მოძრაობის პარტიის ლიდერის დევლეთ ბაჰჩელის თქმით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებზე ძალიან დაბალი აქტივობა იყო და ამ აქტივობით კვიპროსელი თურქების ბედი ვერ გადაწყდება მაშინაც კი, თუ არჩევნების შედეგები საარჩევნო საბჭომ ოფიციალურად აღიარა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე