ინდოეთი ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს

07 დეკემბერი 2025, 14:58 133 ნახვა

გოაზე გლოვის დღე გამოცხადდა - ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ინდოეთის ხელისუფლებამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, დაზარალებულებისთვის კი კომპენსაციების გადახდა დაიწყო.  ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მინისტრთა კაბინეტს კომპენსაციების დროულად დარიგებისკენ მოუწოდა. გოას პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ღამის კლუბში ხანძარი ადგილობრივი დროით, ღამის 12:00 საათზე მოხდა, სამაშველო ოპერაცია დილამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებული, ყველა ცხედარი ნაპოვნია.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში