კიტ კელოგის განცხადება

07 დეკემბერი 2025, 17:51 132 ნახვა

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა „ძალიან ახლოსაა“. მისი თქმით, ომის დასრულება ორი მთავარი გადაუჭრელი საკითხის მოგვარებაზეა დამოკიდებული და ეს საკითხებია, დონბასის რეგიონის და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალი, რომელიც ამ დრომდე რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

როგორც კიტ კელოგმა რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კონფლიქტის მოგვარების მცდელობები „ბოლო ათ მეტრშია, რაც ყოველთვის ყველაზე რთულია“. კიტ კელოგი ასევე აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთსა და უკრაინას საკმაოდ დიდი მსხვერპლი და დაშავებულები ჰყავთ, თუმცა მისივე თქმით, არცერთი მხარე საკუთარი დანაკარგების შესახებ სანდო შეფასებებს არ ავრცელებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში