ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებზე

07 დეკემბერი 2025, 12:04 125 ნახვა

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, სატელეფონო საუბარი ხანგრძლივი და არსებითი იყო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მოლაპარაკებებისადმი ინტენსიური მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერზე მუშაობას გააგრძელებს.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში