ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია

06 დეკემბერი 2025, 15:02 105 ნახვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია და თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, გასულ კვირას ჩატარებულმა ინსპექციამ დაადგინა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია თებერვალში დრონმა დააზიანა.
შეგახსენებთ, 14 თებერვალს, გაერო-მ უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ დრონით დარტყმის შემდეგ მეოთხე რეაქტორის დამცავ კონსტრუქციას ხანძარი გაუჩნდა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დრონი რუსულმა ძალებმა გაუშვეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში