პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმედები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სწრაფი შეხვედრის შესახებ შესაძლოა შეფერხდეს მას შემდეგ, რაც საკითხთან დაკავშირებულმა წყაროებმა სი-ენ-ენს განუცხადეს, რომ რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ამ კვირაში დაგეგმილი წინასწარი შეხვედრა გადაიდო.
უცნობია, თუ რატომ აღარ იმართება შეხვედრა ამ კვირაში, თუმცა ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუბიოს და ლავროვს განსხვავებული მოლოდინები ჰქონდათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესაძლო დასრულების შესახებ.
სი-ენ-ენის წყარო არ გამორიცხავს, რომ რუბიოსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარე კვირას კიდევ ერთხელ გაიმართოს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე