დღეს სვეტიცხოვლობაა

14 ოქტომბერი 2025, 09:05 130 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.  

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. სვეტიცხოველში იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც.  ამ დღეს ტრადიციულად მცხეთაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

მიმდინარეობს სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები, რეწვის ნიმუშების გამოფენა და მოეწყობა საბავშვო გასართობი კუთხეც.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება.

14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში