კაია კალასი უკმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთის პრეზიდენტის ევროკავშირის წევრ უნგრეთში უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის შესაძლო ჩასვლის გამო. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალე პუტინს ბუდაპეშტში შეხვდება.
კალასმა ლუქსემბურგში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის მცდელობები მშვიდობის დამყარებისკენ მისასალმებელია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს შეხვდეს.
პუტინს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დაპატიმრების ორდერი ემუქრება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე