აშშ-ის ძალებმა ნარკოკონტრაბანდაში ეჭვმიტანილ კოლუმბიის გემს დაარტყეს

20 ოქტომბერი 2025, 09:50 107 ნახვა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ძალები გასულ პარასკევს ნარკოტიკებით დატვირთულ კონტრაბანდისტულ გემს თავს დაესხნენ და სამი ადამიანი მოკლეს. მისივე თქმით, გემი კოლუმბიურ პარტიზანულ დაჯგუფებასთან იყო დაკავშირებული.

„ჩვენი დაზვერვისთვის ცნობილი იყო, რომ გემი ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდაში იყო ჩართული, ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტიკების მნიშვნელოვანი რაოდენობა გადაჰქონდა“, - დაწერა მან იქსზე

„ენდრიუსის“ სამხედრო ბაზაზე ჟურნალისტებთან  საუბრისას, ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, აშშ-ის მთავარი მიზანი იმ ნავების აფეთქებაა, რომლებშიც ნარკოტიკებია. 

ვენსის თქმით, გადარჩენილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გარემოებებზე და მოკავშირეებთან კოორდინაციაზეა დამოკიდებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში