სარკოზი ლა სანტეს ციხეში გადაიყვანეს

21 ოქტომბერი 2025, 10:19 194 ნახვა

დღეიდან საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ლა სანტეს ციხეში სასჯელის მოხდას იწყებს. იგი 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ლიბიიდან მიღებული თანხებით დაფინანსების მიზნით კრიმინალურ შეთქმულებაში დამნაშავედ ცნეს.  ეს თანამედროვე საფრანგეთის პირველი ყოფილი ლიდერია, რომელიც ციხეში ჩასვეს.

სარკოზი აპროტესტებს როგორც გამამტყუნებელ განაჩენს, ასევე მოსამართლის უჩვეულო გადაწყვეტილებას, რომელიც სააპელაციო საჩივრის განხილვამდე დაპატიმრებას ეხება.

ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა პარიზის მდიდრულ უბანში, სადაც სარკოზი მეუღლესთან, კარლა ბრუნი-სარკოზისთან ერთად ცხოვრობს, და ტაშითა და გამამხნევებელი შეძახილებით გააცილეს იგი. 

სარკოზის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სამარტოო საკანში მოათავსეს, სადაც უსაფრთხოების მიზნით ის ყველა სხვა პატიმრისგან მოშორებით იქნება.

სარკოზი ციხის გამოცდილების შესახებ  წიგნის დაწერას გეგმავს.

„ციხის არ მეშინია. თავი მაღლა მეჭირება, მათ შორის ლა-სანტეს კარებთან. ბოლომდე ვიბრძოლებ“ - განაცხადა სარკოზიმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე