ავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებს სოციალურ მედიაზე წვდომა აუკრძალეს

10 დეკემბერი 2025, 10:54 123 ნახვა

ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აკრძალა სოციალური მედია 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და დაბლოკა წვდომა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა ტიკ-ტოკი, ალფაბეტის იუ-თუბი და მეტას ინსტაგრამი და ფეისბუქი. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ამ დღეს „საამაყო დღე“ უწოდა.

ახალი კანონის თანახმად, ათ უდიდეს პლატფორმას დღეიდან დაევალა ბავშვების წვდომის დაბლოკვა ან 33 მილიონი აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა.

ამან კრიტიკა გამოიწვია მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისა და სიტყვის თავისუფლების დამცველების მხრიდან, თუმცა ბევრი მშობელი და ბავშვთა უფლებების დამცველი ამ გადაწყვეტილებას მიესალმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი