იაპონიას პირველი ქალი პრემიერი ჰყავს

21 ოქტომბერი 2025, 09:45 97 ნახვა

რადიკალურად განწყობილი კონსერვატორი სანაე ტაკაიჩი ოფიციალურად წარადგინეს იაპონიის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად, მას შემდეგ, რაც პარლამენტის როგორც ქვედა, ასევე ზედა პალატაში ხმების უმრავლესობა მოიპოვა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს თანამოაზრემ და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, მარგარეტ ტეტჩერის თაყვანისმცემელმა ტაკაიჩიმ ქვედა პალატის არჩევნებში 237 ხმა მიიღო, რითაც 465 ადგილიანი პალატის უმრავლესობა მოიპოვა, ხოლო ზედა პალატის არჩევნებში მან მეორე ტურში 125 ხმა მოიპოვა.

სანაე ტაკაიჩი იაპონიის 104-ე პრემიერ-მინისტრი გახდა. მან  თანამდებობაზე შიგერუ იშიბა შეცვალა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი გასულ თვეში დატოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე