დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და ევროკავშირის ლიდერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც მხარს უჭერენ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების პოზიციას დაუყოვნებლივ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და არსებული საკონტაქტო ხაზი მოლაპარაკების საწყისი წერტილი გახდეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპელი ლიდერები ამ კვირის ბოლოს ევროკავშირის სამიტზე უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების „მსურველთა კოალიციის“ ფორმატში შეიკრიბებიან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე