დღეიდან საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზში, ლა სანტის ციხეში 5-წლიანი სასჯელის მოხდას იწყებს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისვლამდე ცოტა ხნით ადრე სარკოზიმ იქსზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თავისი უდანაშაულობის შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ შურისძიებისა და სიძულვილის მსხვერპლია.
სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისგან მილიონობით დოლარის უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის სარკოზის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და სააპელაციო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.
სააპელაციო სასამართლოს საქმის შესასწავლად ორთვიანი ვადა აქვს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე