თავდასხმა ბრიტანელ დეპუტატზე

15 ოქტომბერი 2021, 18:30 778 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი დევიდ ემესი ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცივი იარაღით დაჭრეს. 69 წლის დევიდ ემესს მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ წევრს, თავს დაესხნენ ქალაქ ლი-ონ-სიში მდებარე მეთოდისტურ ეკლესიაში, სადაც ის თავის ამომრჩევლებს ხვდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. მისი ვინაობა და დანაშაულის მოტივი უცნობია. პარლამენტის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში