„ჰამასმა“ ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ „ჰამასის“ სამომლაპარაკებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიიამ განაცხადა. “გარანტიები მივიღეთ ძმური მედიატორებისგან და აშშ-ის ადმინისტრაციისგან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ომი მთლიანად დასრულებულია”, - განაცხადა ალ-ჰაიიამ.
მისი თქმით, შეთანხმების ნაწილია, რომ გათავისუფლდება 250 პალესტინელი, რომლებიც ისრაელის ციხეებში სამუდამო პატიმრობაში იმყოფებიან.
ასევე გათავისუფლდება 1 700 პალესტინელი ღაზიდან - ისინი, ვინც ომის დაწყების შემდეგ იყვნენ დაპატიმრებული.
„ესოშიეითიდ პრესი“ წერს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, აშშ ისრაელში 200 ჯარისკაცს გაგზავნის, რათა შეთანხმების შესრულება გააკონტროლონ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე