ევროკომიის პრეზიდენტის გამოხმაურება

37 წუთის წინ 60 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრის ძალის გამოყენებით და სამხედროების შემცირებით შეცვლა შეუძლებელია. 

ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის და უკრაინის სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვან ელემენტებზე ისაუბრა.

ასევე აღნიშნა, რომ  უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისუფლება და სუვერენული უფლება, რომ აირჩიოს საკუთარი ბედი.

ხაზი გაუსვა, რომ მათ უკვე აირჩიეს ევროპული ბედი, რომელიც იწყება ქვეყნის რეკონსტრუქციით, მისი ინტეგრაციით ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზარზე და სრულდება კავშირში გაწევრიანებით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში