ამერიკის გეგმა - დაგეგმილი შეხვედრა ჟენევაში

23 ნოემბერი 2025, 10:58 50 ნახვა

აშშ და უკრაინა „სამშვიდობო გეგმაზე“ შეხვედრას ჟენევაში გამართავენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების დელეგაციას სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, 28-პუნქტიანი გეგმის ავტორი სტივ უიტკოფი და დენ დრისკოლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

უკრაინის დელეგაციის წევრები იქნებიან რუსტემ  უმეროვი, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისილიცა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში