ლიეტუვის ვილნიუსის აეროპორტმა, მისი საჰაერო სივრცისკენ მიმართული საჰაერო ბუშტების გამო სამუშაო დროებით შეაჩერა ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
არსებული ცნობით, შეფერხების გამო, ზოგიერთი ავიარეისი სხვა ქალაქებში გადაამისამართეს. ვილნიუსის აეროპორტი ოქტომბრის დასაწყისიდან მეცხრედ დაიხურა.
ლიეტუვა აცხადებს, რომ შეფერხებები გამოწვეულია ბელარუსიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადამტანი ბუშტებით. ვილნიუსი ამ ქმედებას ჰიბრიდულ თავდასხმად აფასებს.