ევროპა ახლა ორი არჩევანის წინაშეა, შეგვიძლია, გავერთიანდეთ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის მხარდასაჭერად ან გზა გავუხსნათ ევროპისა და რუსეთის კონფლიქტს - ორბანი

12 წუთის წინ 15 ნახვა

ჩვენ შეგვიძლია, ამ ჩიხიდან გამოვიდეთ და საბოლოოდ გავერთიანდეთ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

 ორბანის თქმით, თუ ევროპის ომის მომხრე ლიდერები გააგრძელებენ ფულისა და იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, ისინი გზას გაუხსნიან ევროპისა და რუსეთის კონფლიქტს.

„რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპა ისტორიულ გარდამტეხ მომენტამდე მიიყვანა. პრეზიდენტი ტრამპი არ დანებდა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. ევროპა ახლა ორი არჩევანის წინაშეა. ჩვენ შეგვიძლია, ამ ჩიხიდან გამოვიდეთ და საბოლოოდ გავერთიანდეთ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის მხარდასაჭერად, ბრიუსელელი ბიუროკრატების ჩათვლით. ეს ომის მომხრე ლიდერებისგან მოითხოვს იმ ფაქტის აღიარებას, რომ გასულ 3,5 წელიწადში მათ გაფლანგეს ევროპელების მიერ ნაშოვნი ფული იმ ომში, რომლის მოგებაც ბრძოლის ველზე შეუძლებელია.

 

მეორე გზა პირდაპირ ომში მიდის. თუ ევროპის ომის მომხრე ლიდერები გააგრძელებენ ფულისა და იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, ისინი გზას გაუხსნიან ევროპისა და რუსეთის კონფლიქტს. ევროპამ კარგად იცის, თუ საით მიდის ეს გზა და შედეგები ტრაგიკულია. ეჭვგარეშეა, თუ რომელ გზას ირჩევს უნგრეთი – მშვიდობის გზას. ეს არის მანდატი, რომელიც უნგრელმა ხალხმა გვიბოძა და ეს არის ის, რასაც მორალი და საღი აზრი მოითხოვს, – წერს ორბანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე