ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა - ,,როიტერი’’

13 დეკემბერი 2025, 11:41 119 ნახვა

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას ითვალისწინებს.
ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილება უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ აქტივების გაყინვის გაგრძელებაზე ვეტოს დადების შესაძლებლობას გამორიცხავს. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებოდნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი