ჟენევაში მოლაპარაკებების პარალელურად უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, ხარკოვში 4 ადამიანი დაიღუპა, 13 მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია საცხოვრებელი სახლები, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
საჰაერო თავდასხმა მოხდა სლავიანსკის ოლქზეც, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.