აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი „სამშვიდობო გეგმა“ არ არის საბოლოო წინადადება. თეთრი სახლის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სურს მიაღწიოს მშვიდობას, რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო.
ტრამპის თქმით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ეს ომი არ მოხდებოდა. ამერიკის ლიდერს ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა, თუ რა მოხდება ზელენსკის უარის შემთხვევაში.
ტრამპის თქმით, მაშინ ზელენსკის „შეუძლია, გააგრძელოს ბრძოლა მთელი ძალით“.