ტრამპის გეგმა - ზელენსკის გადაწყვეტილების მოლოდინში

11 წუთის წინ 51 ნახვა

5 დღე ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე - სწორედ 27 ნოემბრამდე აძლევს ვადას ამერიკის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას და ელის პასუხს - ეთანხმება თუ არა  28 პუნქტიან ამერიკულ სამშვიდობო გეგმას.

ტრამპი უკან დასახევ გზებს აღარ ტოვებს და აცხადებს, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოიწონოს მისი გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლის გაგრძელება მოუწევს. 

ტრამპის სამშვიდობო გეგმის ტექსტი რუსეთს უკვე გაეგზავნა - პუტინს ის მოსწონს.

ამბობს, რომ თუ კიევში პრეზიდენტ ტრამპის წინადადებების განხილვა არ სურთ და ამაზე უარს ამბობენ, მაშინ მათ და ომის ევროპელ წამქეზებლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოვლენები, რომლებიც კუპიანსკში მოხდა, გარდაუვლად მოხდება ფრონტის სხვა საკვანძო მონაკვეთებზეც.

დღის ბოლოს კი ცნობილი ხდება, რომ სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით უკრაინა აშშ-თან კონსულტაციებს იწყებს -  უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს, რომ კონსულტაციები უახლოეს დღეებში შვეიცარიაში გაიმართება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე