ევროპელი ლიდერების გამოხმაურება

22 ნოემბერი 2025, 14:19 51 ნახვა

28 პუნქტიან „სამშვიდობო გეგმას“ ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან. მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით,  რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს, ევროპის სტაბილურობა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სრულ უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული. მაია სანდუ წერს, რომ უკრაინის ყველა პარტნიორის ერთიანობა და მონდომება აუცილებელია მდგარდი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადებების წარდგენისას უნდა ითვალისწინებდნენ იმ ფაქტს, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც შეთანხმებებს არ იცავს. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროკავშირის საბჭოსთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ პირველივე დღიდან ევროპა უკრაინის გვერდით იდგა რუსული აგრესიის წინაშე.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე