აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის" განხილვა 

24 ნოემბერი 2025, 09:19 58 ნახვა

აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ჟენევაში აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ განსახილველად გამართული შეხვედრისა და დისკუსიების შედეგად განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო შეიმუშავეს. ამის შესახებ შეერთებული შტატებისა და უკრაინის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ავრცელებს.

ერთობლივი განცხადების მიხედვით, „მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემით სავსე, რაც ხაზს უსვამდა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას“.

ასევე ორივე მხარე თანხმდება, რომ კონსულტაციები ძალიან პროდუქტიული იყო. გავრცელებული ცნობით, მხარეები უახლოეს დღეებში ერთობლივ წინადადებაზე მუშაობას დაასრულებენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია