რუსული ძალების მიერ „შაჰედის“ ტიპის დრონებით უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმის შედეგად, ცხრა ადამიანი დაშავდა. დარტყმების შედეგად კიევში, მდინარის მარცხენა სანაპიროზე ელექტროენერგია მთლიანად გაითიშა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, პეჩერსკის რაიონში მრავალსართულიან შენობაში ნანგრევების ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია. მაშველებმა 20 ადამიანი გადაარჩინეს.
ამასთან, გასული ღამის განმავლობაში რუსებმა ზაპოროჟიესაც შეუტიეს. თავდასხმის შემდეგ დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე