ოდესის ოლქზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

09 ოქტომბერი 2025, 13:41 106 ნახვა

ოდესის ოლქზე რუსული დრონით  თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, პორტი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებით,  კონტეინერებში გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები აქრობენ.

თავდასხმის შედეგად 30 ათასს  მომხმარებელს ელექტროენერგია გაეთიშა და მცენარეული ზეთითა და საწვავის ხის გრანულებით სავსე კონტეინერები დაიწვა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მონაცემებით, ღამით საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 112 დრონი გაუშვეს, მათგან 87-ის მოგერიება მოხერხდა.

დრონებით დარტყმები დაფიქსირდა 12 ლოკაციაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე