პრემიერ-მინისტრი ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზეა მიწვეული, რომელიც 5 ნოემბერს შანხაიში გაიმართება. წერილი ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერისგან მიიღო.
„ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები და კარგი პარტნიორები არიან. ჩვენ პატივს ვცემთ, ვენდობით ერთმანეთს და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ზრდის სტაბილურ ტემპს ინარჩუნებს.
მაღალი ხარისხის თანამშრომლობამ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ნაყოფიერი შედეგები უკვე გამოიღო. ჩინეთის მთავრობის სახელით, გულწრფელად გეპატიჟებით რიგით მერვე საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე“- აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის წერილში.