სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის გამოგზავნილ წერილს თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ ღია წერილში დევიდ ო’სალივანი ხელისუფლებას მადლობას უხდის სანქციების პირობების დაცვაში.
მისი თქმით, საქართველომ უმაღლეს დონეზე გამოხატა ერთგულება და ქმედითი ნაბიჯები, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი მხრივ, ბრიუსელიდან ისმის შექება საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციების დაცვის კუთხით, მეორე მხრივ კი, ბრიუსელი აფინანსებს საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას. თემა ფასდება ოპოზიციურ პარტიებშიც