ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ შანტოუში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი 40 წუთის შემდეგ ჩააქრეს. ხანძარი პირველ სართულზე მდებარე საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრომოწყობილობების მაღაზიაში გაჩნდა. ალი სწრაფად გავრცელდა ზედა სართულებზე.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობის ზედა სართულები საცხოვრებელ ფართად გამოიყენებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.
