სამხრეთ კორეაში აშშ-ის ლიდერსა და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ წელს ჩინეთს ეწვევა-ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
ტრამპმა მანამდე თქვა, რომ ჩინეთს აპრილში ეწვევა. ტრამპისა და სი ძინპინს შორის სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში პირისპირ შეხვედრა, რომელიც 2019 წლის შემდეგ პირველი იყო, აზიაში მისი ტურნეს დასასრულს გაიმართა, რომლის დროსაც მან ასევე ისაუბრა სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან სავაჭრო მიღწევებზე.
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინურ იმპორტზე ტარიფები 57%-დან 47%-მდე შემცირდება. ჩინეთი თავის მხრივ დათანხმდა, შეაჩეროს ამ თვეში გამოცხადებული ექსპორტის კონტროლი იშვიათ მინერალებსა და ელემენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მანქანებში, თვითმფრინავებსა და იარაღში, რომლებიც პეკინის ყველაზე ძლიერ ბერკეტად იქცა შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომში.