მეფე ჩარლზ მესამის უმცროს ძმას, პრინც ენდრიუს ყველა ტიტული ჩამოერთმევა

31 ოქტომბერი 2025, 11:49 104 ნახვა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ უმცროს ძმას, იორკის ჰერცოგ პრინც ენდრიუს ყველა ტიტული ოფიციალურად ჩამოართვა. მას ასევე ჩამოერთმევა საპატიო წოდებებიც. გავრცელებული ინფორმაციით გადაწყვეტილება განაპირობა სკანდალმა, რომელიც უკავშირდება ენდრიუს ურთიერთობას ამერიკელ ფინანსისტთან, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც საკანში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა. ცნობილია, რომ  ენდრიუს ქალიშვილები, ბეატრისი და ევგენია პრინცესების ტიტულებს შეინარჩუნებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე