უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 460-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა გამოიყენა.
ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოთხი დრონი მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა.
„ ყველა პარტნიორს უნდა ახსოვდეს, რომ საჭიროა სიცოცხლის ყოველდღიურად გადარჩენა. იარაღი და საჰაერო თავდაცვა აუცილებელია.“-აცხადებს ზელენსკი .
