აშშ-ის სამშვიდობო გეგმა შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უარყო გეგმის ასპექტები, თუმცა მას კარგი ნაბიჯი უწოდა.
„ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ გვინდა მშვიდობა, რომელიც რეალურად კაპიტულაციაა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა წარმოუდგენელ პოზიციაში აღმოჩნდება და რუსეთს სრული თავისუფლება ექნება“- აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ რადიოსთან საუბრისას.
მაკრონის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებამდე უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეებისთვის წარდგენილი გეგმა „ნაბიჯია, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის: მშვიდობისკენ“.
ამასთან, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა გეგმის ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ევროპული ქვეყნების თანხმობის გარეშე.
