კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები.
არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავებულია 8. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით პეჩერის რაიონში დანგრეულია 22-სართულიანი სახლის ნაწილი.
მაშველებმა მობინადრეების ევაკუაცია განახორციელეს. მრავალსართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა დნეპრის რაიონშიც. კიევის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა დრონებით და რაკეტებით მასშტაბური კომბინირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე.
