უკრაინა ამერიკულ გეგმას თანხმდება

25 ნოემბერი 2025, 19:53 145 ნახვა

უკრაინა აშშ-ის შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდა, - ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმაზე“ თანხმობა განაცხადა, თუმცა „უმნიშვნელო დეტალებზე“ შეთანხმება ჯერ კიდევ მისაღწევია.

„უკრაინელებმა სამშვიდობო შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადეს. რამდენიმე უმნიშვნელო დეტალია დარჩენილი, რომელიც უნდა დაზუსტდეს, თუმცა ისინი სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდნენ“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ასევე, გამოცემის ცნობით, დღეს აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი აბუ-დაბიში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდა. „მდივანი დრისკოლი ოპტიმისტურად არის განწყობილი. იმედია რუსებისგან პასუხს მალე მივიღებთ“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებებზე ტრამპის სამშვიდობო გეგმა 28-დან 19 პუნქტამდე შემცირდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ, რომელიც ჟენევაში მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ შეხვედრა დაძაბული, მაგრამ პროდუქტიული იყო.

მისივე თქმით, მოგვიანებით შეიქმნა ყურადღებით გადამუშავებული დოკუმენტის პროექტი, რომელმაც ორივე მხარეს „დადებითი“ განწყობა გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი