ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აჯამებენ

30 ოქტომბერი 2025, 14:30 120 ნახვა

ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აჯამებენ. ხმების თითქმის 99%-ის დათვლის შემდეგ, ორმა პარტიამ - პროევროპულმა დემოკრატებმა66 და გეერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიამ - თანაბარი რაოდენობის 26-26 ადგილი,  ცენტრისტულმა მემარჯვენე სახალხო პარტიამ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის - 22 ადგილი, მწვანეთა მემარცხენეებისა და ლეიბორისტული პარტიების ალიანსმა - 20 ადგილი, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებმა - 18 ადგილი.
დარჩენილი პარტიები ათზე ნაკლებ ადგილს მიიღებენ. საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს მხოლოდ ერთ კვირაში, 7 ნოემბერს დაადასტურებს. ეს არის პირველი შემთხვევა თანამედროვე ნიდერლანდების ისტორიაში, როდესაც ყველაზე პოპულარულმა პარტიამ პარლამენტის ქვედა პალატაში 30-ზე ნაკლები ადგილი მიიღო. 
პარტია „დემოკრატები 66“-ის ლიდერი, რობ იეტენი შესაძლოა გახდეს ნიდერლანდების ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 38 წლის ასაკში. პარტიებს 150-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობისთვის 76 ადგილი სჭირდებათ. წინასწარი მონაცემებით, აუცილებელი იქნება კოალიციის შექმნა.

 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე