გერმანიის მთავრობის პასუხი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე

30 ოქტომბერი 2025, 17:52 108 ნახვა

გერმანიის ხელისუფლება ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მოცულობას ასაჯაროებს. საუბარია 2020-25 წლებში 2.5 მილიონი ევროზე, რომელიც რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო.
ეს არის გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე პასუხებს მოიცავს. პარტიამ მთავრობას 9 კითხვით 21 ოქტომბერს მიმართა და დაინტერესდა, ვის, რატომ და რა მიზნით აფინანსებს საქართველოში.
გერმანიის მთავრობის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზანია, ერთობლივად შეთანხმებული პროექტის მიზნების მიღწევა. გამოქვეყნებული ინფორმაცია შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე