სენეგალის ნაპირებთან თურქული ტანკერი იძირება

01 დეკემბერი 2025, 09:19 135 ნახვა

სენეგალის ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიცილოს ნავთობის პოტენციური დაღვრა მას შემდეგ, რაც დაკარის სანაპიროსთან ახლოს პანამის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერ „მერსინის“ ძრავის ოთახში წყალი შევიდა.

თურქული გამოცემების, „სტამბოლ ჰაბერისა“ და „ჰაბერ დენიზდეს“ ცნობით, თურქული გადაზიდვების კომპანია „ბეშიქთაშ დენიზლიკის“ საკუთრებაში არსებული ნავთობტანკერი სენეგალის სანაპიროსთან იძირება.

„სტამბოლ ჰაბერის“ განცხადებით, გემზე უკრაინულმა დრონმა თავდასხმა განახორციელა. „სტამბოლ ჰაბერი“ თავდასხმას სავარაუდოდ რუსული ნავთობის გადამტან ტანკერს მიაწერს. ტანკერი რუსეთის პორტებში  2024 და 2023 წლებში შედიოდა.

„სტამბოლ ჰაბერის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ წყალი თითქმის ტანკერის გემბანს აღწევს. თუმცა, კადრებში არ ჩანს ხილული დაზიანება, რაც შეიძლება დრონით თავდასხმაზე მიუთითებდეს. ინციდენტი, რომლის დროსაც გემმა განგაშის სიგნალი ჩართო, 28 ნოემბრს  მოხდა. ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდ გადაარჩინეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში