ჰონგ კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

01 დეკემბერი 2025, 09:59 99 ნახვა

ჰონგ-კონგის პოლიციის კატასტროფების მსხვერპლთა იდენტიფიცირების განყოფილების თანამშრომლები ნანგრევებსა და ცეცხლით განადგურებულ საცხოვრებელ კომპლექსში დაღუპულთა ცხედრებს ეძებენ.  პოლიციის მონაცემებით,  დადასტურებულია 146 ადამიანის დაღუპვის ფაქტი.  

მაშველებმა ცხედრები კიბეებსა და სახურავებზე იპოვეს, საიდანაც ისინი ხანძრის დროს გაქცევას ცდილობდნენ.

პოლიციის განცხადებით, 40-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ჰონგ-კონგის ყველაზე მასშტაბური ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიების პროცესშია.

შვიდ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო ხელისუფლებამ გამოძიება სისხლის სამართლისა და კორუფციის მუხლებით დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში