უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროპელ ლიდერებს ესაუბრნენ, - ინფორმაციას The Guardian-ი ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სატელეფონო საუბარში გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ნორვეგიის, ფინეთის, დანიის, ნიდერლანდების, ნატო-სა და ევროკავშირის ლიდერები მონაწილეობდნენ.
