ალიევ-პუტინის შეხვედრა დუშანბეში გაიმართება

09 ოქტომბერი 2025, 10:58 75 ნახვა

კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი დღეისთვის რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრას აანონსებს.  კრემლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა  ტაჯიკეთის დედაქალაქში იგეგმება. მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ორმხრივი ურთიერთობების  აქტუალური საკითხები იქნება. 

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის ეს შეხვედრა დიდი ხნის შემდეგ პირველი იქნება.

პუტინი და ალიევი სექტემბერში ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე  შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე