საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადადგომიდან სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ თანამდებობაზე ხელახლა დანიშნა. ინფორმაციას ელისეს სასახლეს განცხადებაში ვკითხულობთ. თავად ლეკორნუ ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნას ეთანხმება.
გადაწყვეტილებას მალევე მოყვა პოლიტიკური განცხადებები საფრანგეთში, ულტრამემარჯვენე „ეროვნული კრების“ პრეზიდენტი ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ მისი პარტია დაუყოვნებლივ დაუჭერს მხარს „განწირული კოალიციის“ გაუქმებას. „მაკრონს მხოლოდ მაკრონად ყოფნის გარდა სხვა არაფერი შეუძლია“, – ამის შესახებ კი „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ თანაპრეზიდენტმა ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე