თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

06 ნოემბერი 2025, 15:01 106 ნახვა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირი თურქეთის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება. ამის შესახებ ჰაკან ფიდანმა ფინელ კოლეგასთან, ელინა ვოლტონენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი უცვლელია.

ასევე მინისტრმა  განაცხადა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონი გლობალურ ინტერვენციებზე უარს ამბობს, შექმნა შთაბეჭდილება, რომ რეგიონის ქვეყნებმა საკუთარ პრობლემებს თავად უნდა მიხედონ.

ამ კონტექსტში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ, რათა გადაჭრან ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე