საფრანგეთის პოლიციამ ლუვრის ძარცვაში მონაწილე კიდევ ოთხი პირი დააკავა. გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, დაკავებულტაგან ერთ-ერთი რელიქვიების ქურდობაში უშუალოდ მონაწილეობდა.
პროკურატურა მას შეთქმულებასა და ძარცვაში ადანაშაულებს.
ამ დრომდე უცნობია, სად გაქრა საიმპერატორო კოლექციიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების 8 ექსპონატი, რომელიც ლუვრის აპოლოს გალერეიდან 19 ოქტომბერს მოიპარეს.
