აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.მისი თქმით, აშშ-ს 28 პუნქტიანი გეგმა დაიხვეწა და უთანხმოების რამდენიმე პუნქტი რჩება.
პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრის იმედი მაქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება დასრულებული, ან დასრულების სტადიებში იქნება,” - წერს ტრამპი.
