აშშ-ში ე.წ. „შათდაუნი“ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გახდა

05 ნოემბერი 2025, 14:39 133 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი 36-ე დღეა, გრძელდება და ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გახდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, 1-ლი ოქტომბრიდან გამოცხადდა. 
მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია. საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ამ დროისთვის ფედერალურ უწყებებში დასაქმებულთა ნაწილი კვლავ ანაზღაურების გარეშე მუშაობს, მილიონობით ამერიკელი კი აუცილებელი სერვისების გარეშე დარჩა.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე