ე.წ. შათდაუნის გამო აშშ-ის ტრანსპორტის ადმინისტრაცია  აეროპორტებში ფრენებს შეამცირებს

06 ნოემბერი 2025, 15:02 123 ნახვა

მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო აშშ-ის ტრანსპორტის ადმინისტრაცია 40 მთავარ აეროპორტში ფრენებს ათი პროცენტით შეამცირებს. გადაწყვეტილება ძალაში ხვალ უნდა შევიდეს, თუ მანამდე კონგრესში ე.წ. შათდაუნის დასრულების შესახებ არ შეთანხმდებიან.

აშშ-ის ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ავიადისპეტჩერებს  ხელფასი რამდენიმე თვეა, არ მიუღიათ, რის გამოც საავიაციო მიმოსვლის კონტროლზე პასუხისმგებელი დისპეტჩერების ნაწილი ბიულეტენზეა გასული, ნაწილი კი სხვა სამსახურებში დასაქმდა.

ჯერ უცნობია, რომელ ქალაქებს შეეხება შეზღუდვა. წინასწარი მონაცემებით, სულ გაუქმდება 3500-4000 ფრენა. შეგახსნებთ, აშშ-ში მთავრობის მუშაობა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის სხვადასხვა საკითხზე შეუთანხმებლობის გამო არის შეჩერებული.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე